- 2024 წლის 10 აპრილს თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში 12 სთ-ზე გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2023 წლის ბეჭდური გამოცემების წარდგენა.
- 13-14 აპრილს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია სალიტერატურო ენის საკითხები – V, რომელიც ეძღვნება პროფ. ივ. გიგინეიშვილის დაბადების 115-ე წლისთავს. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 202-ე აუდიტორიაში .
- 16 აპრილს, 15 საათზე, თსუ I კორპუსში, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახ.ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ივ. ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სემინარი: „ციფრული ეპოქა და ქართული ტერმინოლოგია“.
თარიღი:
10/04/2024